თეთრი სახლი ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხსაც განიხილავს
თეთრი სახლი ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხსაც განიხილავს. სააგენტო როიტერი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 15 აგვისტოს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ზელენსკის მიწვევის შესაძლებლობა არსებობს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის. ტრამპი პუტინს ალასკაზე 15 აგვისტოს შეხვდება.