„საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის“
„საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც აჭარაში, 4 დან 9 აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიქმნა. პროექტი „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანების“ და საქართველოს მხატვართა კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. მონაწილეობდნენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აჭარაში მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები.
