დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო აქცია ჩატარდა
დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო აქცია ჩატარდა. საქველმოქმედო აქცია სამხედრო მედიცინის დღეს მიეძღვნა. ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა, 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფიაც.