მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა. ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება. დასკვნით ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, სარდლობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
