ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 32 წლის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.