„ლიონმა“ სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს პრესეზონზე ბოლო სპარინგ მატჩი ჩაატარა
„ლიონმა“ სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს პრესეზონზე ბოლო სპარინგ მატჩი ჩაატარა და „ხეტაფე“ 2-1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევმა 24-ე წუთზე პენალტი დაარტყა, რომელიც დავიდ სორიამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე გიორგი პირველი იყო და ანგარიში მაინც გახსნა. მეორე ნახევარში კი თერთმეტმეტრიანი თავადვე მოიპოვა, ხოლო გოლი თანაგუნდელმა ენსლი ნაილსმა გაიტანა, რადგან ქართველს ექიმების დახმარება დასჭირდა. მოპოვებული პენალტის მომენტში "ხეტაფეს" ფეხბურთელი გიორგისთან უხეშობისთვის გააძევეს. მიქაუტაძემ პრესეზონზე 3 გოლი გაიტანა, ხოლო ლიონი ლიგა 1-ის პირველ ტურში 16 აგვისტოს, „ლანსს“ შეხვდება.