პროპალესტინური აქცია ლონდონში მასობრივი დაკავებით დასრულდა
პროპალესტინური აქცია ლონდონში მასობრივი დაკავებით დასრულდა. პალესტინის მხარდამჭერი ჯგუფის აქცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით არის აკრძალული, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. სამართალდამცავებმა ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 150 ადამიანი დააკავეს. კანონმდებლობის მიხედვით, ჯგუფის წევრობა ბრიტანეთში კრიმინალურ დანაშაულად ითვლება და 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
