ჰამასის მძევლების ოჯახის წევრებმა თელავივში საპროტესტო აქცია გამართეს
ჰამასის მძევლების ოჯახის წევრებმა თელავივში საპროტესტო აქცია გამართეს. ხელისუფლებას ომის შეწყვეტა და გატაცებულების დაბრუნება მოსთხოვეს. მძევალთა ოჯახის წევრების ზეწოლა და მუქარა ისრაელის მმართველზე მაშ შემდეგ გაძლიერდა, რაც პრემიერმა ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორზე სრული კონტროლის მოპოვების გეგმა დაამტკიცა.