დიდ ბრიტანეთში შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა
დიდ ბრიტანეთში შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. აღნიშნა, რომ ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან კონტაქტები სხვადასხვა დონეზე თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება. უკრაინის პრეიზდენტი ტრადიციული მიმართვისას ტერიტორიების საკითხზაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის სურვილი განკარგავდეს უკრაინულ ტერიტორიებს, სურვილად დარჩება.