აჭარის ხელოვნების მუზეუმში, „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში, „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც აჭარაში, 4-9 აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნეს. პროექტი „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ და საქართველოს მხატვართა კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. მასში მონაწილეობდნენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე აჭარაში მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები.