ქვემო ქართლის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. ის მარნეულში დააკავეს, მიმდინარებს წინასაექსტრადიციო პროცედურები.