პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. 32 წლის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, მისი პირადი ჩხრეკისას 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი" ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
