ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროცესი 11-აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურას კი ის ადამიანები გადიან, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისაგან იღებდნენ. სახელმწიფო ცენტრები, ახალი ბენეფიციარების მისაღებად, სრულად მზად არიან. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისგან მიიღო.
