გაჭიანურებული პროცესი უკრაინისგან
ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. უკვე ორი თვეა რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ, დარიალის საზღვარზე, ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. თუმცა ოფიციალური კიევი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს აჭიანურებს. ქართულმა მხარემ უკრაინულს არაერთხელ მიმართა და მზადყოფნა გამოთქვა პროცესს ხელი შეუწყოს, მათ შორის აანაზღაუროს აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
