უოლ სტრით ჯორნალის ცნობით, პუტინი ომს მხოლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეწყვეტს
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის წინადადება ორ ეტაპის მოიცავს. პირველი ესაა დონეცკიდან უკრაინის ჯარის გაყვანა, მეორე კი სამშვიდობო გეგმაზე ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეთანხმება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის წინადადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატოში გაწევრიანების საკითხს არ მოიცავს.
