„ჯარის ბანაკი 2025“დასრულდა
პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო დაფები გადაეცათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპატრიარქოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებს. წელს „ჯარის ბანაკი“ კოჯორსა და საჩხერეში რვა ნაკადად განხორციელდა. ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად, მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს. „ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად.