ოპი ოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისაგან იღებდა. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე გაეცნო ვითარებას, რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისგან მიიღო. მინისტრის განცხადებით, პროგრამაში ჩასართავად, უკვე ასობით ბენეფიციარი დარეგისტრირდა და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
