საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმებას
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას. მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ მინისტრს მიღწეულ წარმატებას ულოცავს. დონალდ ტრამპის შუამავლობით ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
