დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
