დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები რამდენიმე მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს
დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები რამდენიმე მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება სამ კილომეტრამდე გზას. პროექტების ფარგლებში განახლდება ტროტუარები, სანიაღვრე და წყალარინების სისტემები, მოეწყობა გარე განათება.
