ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია განსუში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია განსუში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 33 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონაში ფართო მასშტაბის სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დატბორილი დასახლებული უბნებიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გაჰყავთ. წყალდიდობა ჩინეთში ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია, 4000-მდე ადამიანი დატბორილ უბნებშია ჩარჩენილი.
