თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის პირველი 200 დღის მიღწევები გამოაქვეყნა
თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის პირველი 200 დღის მიღწევები გამოაქვეყნა. შემაჯამებელ ანგარიშში ჩამოთვლილია ყველა ის დაპირება, რომლებიც პრეზიდენტმა უკვე შეასრულა: მათ შორის დაუპირისპირდა რადიკალურ ტრანსგენდერულ იდეოლოგიას და აკრძალა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურები; ასევე აკრძალა ქალთა სპორტში ტრანსგენდერი ქალების - ანუ ბიოლოგიური მამაკაცების ასპარეზობა. ტრამპის პირველი 200 დღის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად დასახელებულია ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება.
