გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისის თვეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 518 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 518 ფაქტი გამოავლინეს. ყველაზე მეტი, 234 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 108 - ქუთაისში, 102 - ბათუმში, 74 - რუსთავში.
