თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ. მთავარ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ბრალდებულები თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, შედეგად დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის სპეციალური ავტომანქანა.