პრეზიდენტი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს შეხვდა
პრეზიდენტი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის მიმართულებებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსაც.
