შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ეზოში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო. გეკა გელაძემ, დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად იქნება გმირი პოლიციელების ოჯახის წევრების გვერდით. მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელების მიერ გაწეული ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც დაღუპლთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. 2008 წელს აგვისტოს ომში შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.