მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატრა. წირვას აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრიდან ლოცვითი მსვლელობა მოეწყო. სამშობლოსათვის თავდადებული გმირების საფლავებს პატივი მიაგეს.
