რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თბილისის მერმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრეს. მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი.