მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აღნიშნავს
მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აღნიშნავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება, რისთვისაც საგარეო უწყების ცნობით, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტია გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის, რაც კარგად არ ჩანდა 2008 წელს, მთელი სიცხადით გამოჩნდა 2022 წელს.
