„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის თარიღით სპეკულირებაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის თარიღით სპეკულირებაში ადანაშაულებს. წინა ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიცია მუხათგვერდის სასაფლაოზე არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს მიდის. ხელისუფლება აცხადებს, რომ თარიღით სპეკულირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა საზოგადოების გახლეჩის სურვილი.