გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ლელო ალეკო ელისაშილთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ლელო ალეკო ელისაშილთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს. საბოლოო კანდიდატის შესარჩევად პარტიამ კვლევა დაუკვეთა იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციას. სოციოლოგი ქრონიკასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კვლევის შესახებ ინფრომაციას არ უარყოფს. ქრონიკა ასევე დაუკავშირდა მერაბ სეფაშვილის პროდიუსერს, რომელიც სეფაშვილის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ლელოს მიერ შერჩეული კანდიდატები ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს.