მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს - ამას ხელისუფლების წარმოამდგენლები კდიევ ერთხელ აღნიშნავენ
მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს - ამას ხელისუფლების წარმოამდგენლები კდიევ ერთხელ აღნიშნავენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას ატარებს, რათა უზრუნვეყოფილი იყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება, რისთვისაც საგარეო უწყების ცნობით, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტია გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, ის, რაც კარგად არ ჩანდა 2008 წელს, მთელი სიცხადით გამოჩნდა 2022 წელს.
