აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მთელი საქართველო მიაგებს პატივს
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მთელი საქართველო მიაგებს პატივს. გორში ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქვა-ჯვართან ჩაატარა. იქ იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.