2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს 170 სამხედრო მოსამსახურე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა. რუსულ სამხედრო აგრესიას ემხსვერპლა ასობით შვიდობიანი მოქალაქე. დაიჭრა და დაშავდა 2000-მდე ადამიანი, მათგან ათასზე მეტი ჯარისკაცია. ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და ცენტარლური ხელისუფლების კონტროლს დაკარგული ათობით სოფელი - 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები ასეთია. საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.
