2008 წლის რუსეთ საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა
2008 წლის რუსეთ საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. საქართველო იხსენებს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს. 8 აგვისტოს გახსენება ყველაზე მეტად დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უჭირთ. ეს არის დღე, როდესაც ქართველი მეომრები ბრძოლის ველზე უკანასკნელად გააცილეს. გმირების ოჯახის წევრებბი 17 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს აცოცხლებენ. ამბობენ, რომ ამაყობენ, რადგან ჯარისკაცები სამშობლოს ღირსებას იცავდნენ და ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი გადადეს.
