პრემიერი: პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
17 წელი რუსეთ - საქართველოს ომიდან. ამ წუთებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგებენ პატივს. მედიასთან კომენტარს საქართველოს პრემიერ მინისტრი აკეთებს.