ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მოპოვების 30 ნომინანტს შორისაა
ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მოპოვების 30 ნომინანტს შორისაა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ კანდიდატებს შორის, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებში „პარი სენ-ჟერმენის“ 24 წლის ქართველი ლეგიონერიც დაასახელა.