მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ უფრო ნათელი გახდა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც რუსეთი მზად იქნება უკრაინაში ომი დაასრულოს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ უფრო ნათელი გახდა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც რუსეთი მზად იქნება უკრაინაში ომი დაასრულოს. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესის მთავარი ნაწილი ცეცხლის შეწყვეტაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას სამშვიდობო ზავზე შეთანხმება რთულია. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ტერიტორიების საკითხი ომის დასრულების საკვანძო ელემენტია და ნებისმიერი შეთანხმება ორივე მხარისგან დათმობაზე წასვლას მოითხოვს.
