ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს
200-ადგილიანი სტადიონი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
