კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 ათასი ლარით დააჯარიმა
სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფას ნამატების ფორმირებას. კონკურენციისა და მომხმარებელის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვით ღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შესაძლოა მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირად ღირებული საჩუქრები კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები;
