პრემიერ-მინისტრი გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში. ირაკლი კობახიძემ მადლობა დიდიე ტღებიუკს გადაუხადა გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით.