საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა
გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისი სინჯის მედლებით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს. დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარა კალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.