საფრანგეთში ტყის ხანძრის მეორე ტალღას ვერ აკონტროლებენ
განსაკუთრებთ მძიმეა ვითარება ოდის რეგიონში. ცეცხლი ძალიან დიდ ფართობზეა გავრცელებული. ის დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა. განადგურებულია, სულ მცირე, 25 სახლი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის სტიქია ქვეყანას გასული 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს.
