რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო, დონალდ ტრამპმა ინდოეთს დამატებითი, 25%-იანი ტარიფები დაუწესა
მისი განკარგულებით, ტარიფები ძალაში 27 აგვისტოდან შევა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც დაუდგინდებათ, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ ყიდულობენ რუსულ ნავთობს. ტრამპმა არ გამორიცხა, რუსეთთან ვაჭრობის გამო ,დამატებითი ტარიფები ჩინეთსაც დაუწესოს.