რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა
სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.
