განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
შსს ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბრალდებული კი პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.