მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს
დღეს "ქართული ოცნება" თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდის მიერ კახა კალაძე უკვე წარდგენილია. სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის არჩევნებში, 64-ივე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის.