დათაშვილის საქმე - ოპოზიციის სპეკულაცია
ოპოზიციის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია გრძელდება. ლაპარაკია ნინო დათაშვილის საქმეზე. დღეს პროკურატურამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ექსპერტიზა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ტარდება და ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, როგორც ამაზე გარკვეული ჯგუფები ამახვილებენ ყურადღებას. ასევე საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია არა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული რაიმე მტკიცებულებით, არამედ უშუალოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე. ნინო დათაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული.