საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის გარდა, კიდევ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. ტურნირი, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიას მოიცავდა, უშუ-ტაოლუსა და უშუ-სანდაში გაიმართა. საპრიზო ფონდი 40 000 ლარს შეადგენდა. საჩვენებელ გამოსვლაში ჩვენმა ქვეყანამ 11 ოქრო, 16 ვერცხლი და 26 ბრინჯაო, ხოლო კონტაქტურში 41 ოქრო, 32 ვერცხლი და 21 ბრინჯაო მოიპოვა.