რუსული იერიშების შედეგად, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდ
რუსული იერიშების შედეგად, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. ცნობას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. ოკუპანტების მიერ დღეს დილით მიტანილი იერიშის შედეგად 10-მდე შენობა დაზიანდა, დაიწვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ბოლო 24 საათში რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონის 16 დასახლებაზე 567 დარტყმა განახორციელა.
